თავში

ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობას 8.3 მილიონი ლარი მოხმარდება

ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობას 8.3 მილიონი ლარი მოხმარდება
ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობას  8.3 მილიონი ლარი მოხმარდება

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა დაიწყო. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 8.3 მილიონი ლარია.

მიმდინარე სამუშაო პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„რეალურად ეს არის ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება როგორც პროფესიონალებს, ისე მომავალ თაობას. ქუთაისს შესანიშნავი ტრადიციები აქვს საწყლოსნო სახეობებში და ეს ოლიმპიური აუზი ახალი სტიმული იქნება კიდევ უფრო განვითარდეს ეს მიმართულება. მნიშვნელოვანია, რომ აუზი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, როგორც თავისი ზომების, ასევე აუცილებელი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ეს პროექტი და სხვა სპორტკომპლექსების მშენობლობა, ეს არის ის მნიშვნელოვანი შენატანი, რასაც მთავრობა აკეთებს არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის, არამედ იმ სპორტული მიღწევების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, რაც აქამდეც იყო და კიდევ უფრო მეტი იქნება,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

პროექტის მიხედვით, ოლიმპიური სტანდარტის აუზი, რომლის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, 50 მ სიგრძისა და 25 მ სიგანის იქნება. სპორტკომპლექსში ასევე, შესაძლებელი იქნება სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური მომსახურებით სარგებლობა.

ქუთაისის გარდა, სპორტკომპლექსების მშენებლობა ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system