თავში

ქუთაისში რესტავრირებულ სასტუმრო "მაგნოლიას" ეკონომიკის მინისტრი ესტუმრა

ქუთაისში რესტავრირებულ სასტუმრო "მაგნოლიას" ეკონომიკ
ქუთაისში რესტავრირებულ სასტუმრო მაგნოლიას ეკონომიკის მინისტრი ესტუმრა

ქუთაისში, სასტუმრო "მაგნოლიას" რესტავრაცია ჩაუტარდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, პრეოექტზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, საიდანაც 445 000 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსება იყო. ზვიად შალამბერიძემ დღეს განახლებულ სასტუმროში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურანავას უმასპინძლა და განაცხადა, რომ ეს პროექტი შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და დოვლათს ქართული ეკონომიკისთვის. 

"სასტუმრო „მაგნოლიას“ შენობას, რომელიც ქუთაისში ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

დღეს, პანდემიის მიუხედავად, სასტუმროს ნომრების დაახლოებით 80 პროცენტი უკვე დაჯავშნილია. სტუმრებს შორის ევროპელი ტურისტები სჭარბობენ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system