თავში

Solar Alternative Energy ქუთაისში საწარმოს, თბილისში გაყიდვების ოფისს გახსნის

ქუთაისში საწარმოს, თბილისში გაყიდვების ოფისს გახსნის
Solar Alternative Energy ქუთაისში საწარმოს, თბილისში გაყიდვების ოფისს გახსნის

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საქართველოში ინვესტორებისთვის ხელსაყრელ პირობებზე ისაუბრა გერმანული კომპანია AE Solar Alternative Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდერ მაიერმა. 

„საქართველოში 150 თანამშრომელი გვყავს და მომავალ წელს სავარაუდოდ 400 გვეყოლება. ჩვენ წელს პირველი ქარხანა ავამოქმედეთ ქუთაისში, რომელსაც 500 მეგავატიანი სიმძლავრე გააჩნია, რაც 1.5 მილიონ მზის პანელს უდრის და შესაძლებელია დიდი რაოდენობით ენერგიის მიწოდება საოჯახო მეურნეობებისთვის“, - აღნიშნა მან.

კომპანიას მთელ მსოფლიოში 5 ათასი თანამშრომელი ჰყავს, Solar Alternative Energy 2 წელიწადში ქუთაისში საწარმო უბნის შექმნას, ხოლო თბილისში გლობალური გაყიდვების ოფისის გახსნას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system