თავში

კვების ობიექტები მიტანის სერვისს გაააქტიურებენ

კვების ობიექტები მიტანის სერვისს გაააქტიურებენ
კვების ობიექტები მიტანის სერვისს გაააქტიურებენ

"დღეს მაქვს შეხვედრა საქართველოში მიტანის სერვისის კომპანიების წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ, როგორ გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


რაც შეეხება კვების ობიექტებს, მათ მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მოქალაქეებისთვის მომსახურეობის მიწოდება თავიანთ სივრცეებში. ჩვენ ამით დავეხმარებით კვების ობიექტებს, მიტანის ორგანიზებაში. ვითარება საკმაოდ დინამიურია, ყოველდღე ახალი გამოწვევის წინაშე ვდგებით, კვების ობიექტები მეტ-ნაკლებად შემზადებული არიან ასეთი გადაწყვეტილებისთვის. ვითვალისწინებთ რა სხვა ქვეყნების პრაქტიკას, არ მგონია, ეს მათთვის დიდი სიურპრიზი იყოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება აღნიშნულ ბიზნესებს გამოწვევის წინაშე აყენებს, თუმცა მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მათი ყველა პრობლემა ოპერატიულად იქნას გავლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system