თავში

ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს - სონღულაშვილი

ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს - სონღულაშვილი
ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს - სონღულაშვილი

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოს  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევას ეხმაურება.

"მინდა, მივულოცო ჩვენს ქვეყანას ეს დიდი წარმატება. მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, რომელიც, სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიის შემდეგ დაზიანდა. შესაბამისად, ეს მიღწევა არის ძალიან ძლიერი მესიჯი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს, მზად არის, რომ ახალი განაცხადი გააკეთოს ამ სექტორში და ამისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს.

აგრეთვე მინდა აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ეკონომიკურ მოცემულობას, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. მოცემულობა საკმაოდ მძიმეა კოვიდ პანდემიის შემდგომ, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ის მაჩვენებლები, რაც ფიქსირდება. კონკრეტულად, აპრილის თვეში 45 % ეკონომიკის ზრდა და წლიური მაჩვენებელი პირველი იანვრიდან აპრილის ჩათვლით 8.1 % გვაძლევს იმის შესაძლებლობას და იმ პოზიტიურ მესიჯებს, რომლითაც გადაანგარიშდა და საპროგნოზო მაჩვენებელი 3.5%-დან 6.5 %-ზე გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცალსახად არის თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯების დამსახურება, რომელსაც ახორციელებს ქვეყნის მთავრობა, შესაბამისად, ამ ნაბიჯების გამო და ამ განხორციელებული თანმიმდევრული მოქმედებების გამო მყარდება ლარი. ერთ-ერთი კომპონენტი არის ეკონომიკის გახსნა და შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკის ზრდა იყოს პოზიტიური, ეკონომიკის აღდგენა იყოს სწრაფი და შესაბამისად, შევძლოთ იმ ფორმატში დაბრუნება, რაც კოვიდ პანდემიამდე იყო.

ტურიზმი ამისთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისად, გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები გვაძლევს ყველანაირ პოზიტიურ მაჩვენებელს იმისა, რომ ქვეყანა სწრაფად აღდგეს" , - აცხადებს დავით სონღულაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system