თავში

ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა

ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა
ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა

2020 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 11 479.3 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ანგარიშს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.9 პროცენტით შემცირდა და 11 159.8 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. ელექტროენერგიის წარმოების შემცირება ძირითადად განპირობებული იყო (მშრალი) კლიმატური პირობებით და შემცირებული წყალმოდინებით.

წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (75.0 პროცენტი) მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებიდან წარმოებული ენერგია (17.1 პროცენტი), რაც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.

საქსტატის ცნობით, ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია შინამეურნეობების სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 31.4 პროცენტი. რაც შეეხება სხვა დარგებს, 30.3 პროცენტი მოდის ტრანსპორტის, 19.2 პროცენტი - მრეწველობის, 4.5 პროცენტი - მშენებლობის, 0.6 პროცენტი - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 14.0 პროცენტი - კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system