თავში

ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება წელს 5.8%-ით შემცირდა

ქვეყანაში ​ელექტროენერგიის წარმოება წელს 5.8%-ით შემცირდა
ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება წელს 5.8%-ით შემცირდა

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით 5.8%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 8.2%-ით შემცირდა.

ამასთან, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, 2011-2020 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით იზრდება.

ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წინა წელთან შედარებით 4.6%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 2.86%-ით შემცირდა.

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 8.7%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 19.3%-ით შემცირდა. პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 14.9%-ით შემცირდა, ხოლო 2018 წელთან შედარებით 35.9%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 23.9%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 32.8%-ით გაიზარდა.

2011-2020 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) საშუალოდ 1%-ით იზრდება. 

საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით 1%-ით შემცირდა, ხოლო 2018 წელთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა. ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელზე 36.7%-ით, ხოლო 2018 წლის მაჩვენებელზე 73.9%-ით ნაკლებია. საანგარიშო წელს განხორციელდა 102 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით, რაც 25%-ით ნაკლებია წინა წლის ტრანზიტის სიდიდეზე, ხოლო 660%-ით აღემატება 2018 წლის სიდიდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system