თავში

ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 11.6%-ით გაძვირდა

ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 11.6%-ით გაძვირდა
ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 11.6%-ით გაძვირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო ფასების ცვლილების ყოველთვიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 11.6 პროცენტით გაძვირდა.

2021 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 9.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა.

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით ყველაზე მეტად კარტოფილის (0.4 პროცენტული პუნქტით) და გაზის გადასახადის (0.3 პპ-ით) გაძვირებამ იმოქმედა. ყველის და პომიდვრის გაიაფებამ კი ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართლებით იქონია გავლენა, თითოეულმა -0.2 პპ-ით.

წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას, 1.7 პპ-ით, კომუნალური გადასახადები ახდენდა. როგორც წინა ანგარიშში აღვნიშნეთ, ამის მიზეზი, მეტწილად, კომუნალურ გადასახადების სუბსიდირების დასრულება1 და ასევე გარკვეული კომუნალური გადასახადეს ზრდაა. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. საწვავის წვლილმა წლიური ინფლაციაში ივნისში 1.6 პპ-ს მიაღწია. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 11.6 პროცენტით გაძვირდა (0.9 პპ წვლილი ინფლაციაში), ხოლო სიგარეტის წვლილმა ინფლაციაში 0.2 პპ შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system