თავში

ქვეყანაში ხორცპროდუქტების დეფიციტი მოსალოდნელი არ არის

ქვეყანაში ხორცპროდუქტების დეფიციტი მოსალოდნელი არ არის
ქვეყანაში ხორცპროდუქტების დეფიციტი მოსალოდნელი არ არის

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ აცხადებს, რომ ადგუილობრივ ბაზარზე პროდუქციის მიწოდების თვალსაზრისით პრობლემები არ შეიქმნება. 

კომპოანიის დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ კრიზისულ სიტუაციაში ადგილობრივ საწარმოებს ნედლი ხორცით მოსახლეობის მომარაგება შეუძლია.

ვაშაკიძის ინფორმაციით, კომპანიას სიმინდის მარაგი წლის ბოლომდე, ხორბლის კი ზაფხულამდე ეყოფა.

"დღეში სრულად დაახლოებით 70 ტონა ხორცს ვაწარმოებთ და ვყიდით,“ - განაცხადა ვაშაკიძემ.

შეგახსენებთ, "ჩირინა" საქართველოში კვების პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხილი კომპანიაა. მისი მთავარი პროდუქცია არის ქათმის ხორცპროდუქტები, თუმცა ქათმის პროდუქციის გარდა, კომპანია ასევე აწარმოებს საინკუბაციო კვერცხს, ვაშლს და მსხალს; სთავაზობს დაინტერესებულ პირებს მარცვლეულის შრობის და შენახვის სერვისს; ლაბორატორიული კვლევების სერვისს; ხილის სამაცივრე შენახვის მომსახურებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system