თავში

ქვეყნების სია, სადაც კოვიდ სერტიფიკატები უკვე ამოქმედდა

ქვეყნების სია, სადაც კოვიდ სერტიფიკატები უკვე ამოქმედდა
ქვეყნების სია, სადაც კოვიდ სერტიფიკატები უკვე ამოქმედდა

კოვიდ სერტიფიკატები ევროკავშირის ქვეყნებსა და შენგენის ზონის ქვეყნებში ტურიზმის გამარტივებას ითვალისწინებს. ლატვია გახდა ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინაციის ევროპულ ციფრულ სისტემაზე გადავიდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

"ეს საშუალებას მისცემს ლატვიის მაცხოვრებლებს გამოიყენონ თავიანთი ციფრული სერტიფიკატები ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს.  სერტიფიკატი წარმოადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ ადამიანი ვაქცინირებულია, ჩაუტარდა COVID-19-ის PCR ტესტი ან უკვე გადატანილი აქვს ვირუსი. QR კოდის სკანირებით ამ ინფორმაციის გადამოწმება ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია ლატვიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კოვიდ სერტიფიკატები ასევე ამოქმედდა ბულგარეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, დანიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და ესპანეთში.

ევროპარლამენტი კოვიდ სერტიფიკატების შემოღებაზე შეთანხმდა. კოვიდ სერტიფიკატების შემოღებას სტრასბურგის პლენარულ სხდომაზე 546 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 93 წინააღმდეგი იყო, 51-მა კი თავი შეიკავა.

კოვიდ სერტიფიკატები ოფიციალურად ძალაში 1 ივლისიდან უნდა შევიდეს.

სერტიფიკატები გაიცემა იმ პირებზე, რომლებსაც ვაქცინაცია ევროკავშირში რეგისტრირებული ვაქცინით ჩაუტარდათ. ამ ეტაპისათვის ამგვარი ვაქცინა ოთხია - BioNTech/Pfizer, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson. თუმცა, ევროკავშირის თითოეულ ქვეყანას შეეძლება სერტიფიკატი საკუთარი შეხედულებისამებრ გასცეს იმ ვაქცინით აცრილი პირებისათვის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის დამტკიცებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system