თავში

ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებს 36 ძაღლი იცავს

ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებს 36 ძაღლი იცავს
ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებს 36 ძაღლი იცავს

შემოსავლების სამსახურს კინოლოგიის საუკეთესო ცენტრი აქვს, რაც სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის განხორციელებასა და დანაშაულთან ბრძოლაში ეხმარება. ამის შესახებ საქართველოს ფინანსტა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცხადებს.  მინისტრის შეფასებით, განსაკუთრებული და დასაფასებელია კინოლოგ-ოფიცრების როლი ძაღლების წვრთნაში, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცულობას.

"დღეის მონაცემებით, სხვადასხვა საბაჟო გამშვებ პუნქტზე 36 სამსახურებრივი ძაღლი იმყოფება, რომელთა უნიკალური უნარ-ჩვევების საშუალებით აღმოჩენილია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, კონტრაბანდული პროდუქცია და თამბაქო," - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

ცნობისთვის, ძაღლებს აქტიურაად იყენებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. სამსახურის ბაზიდან შარშან 6 მაშველი ძაღლი პენსიაზე გააცილეს. ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაიყვანეს და მათზე მეხანძრე-მაშველები იზრუნებენ.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს შრაშნვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა - ტინტო.

მაშველი ძაღლების წვრთნა და გამოყენება დაიწყო სამთო-სათხილამურო კურორტებზეც. ავსტრიის განვითარების სააგენტოს (Austrian Development Agency) დაფინანსებით შარშან დაიწყო ახალი პროექტის - „ზვავში გადარჩენილთა ძებნა: გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ზვავში დაშავებულთა გადარჩენის გარანტი”. დაგეგმილია 2 ბელგიური ნაგაზისა და შესაბამისი საწვრთნელი აღჭურვილობის შესყიდვა, ასევე სპეციალურად გამოყოფილი სამაშველო სამსახურის პერსონალის გაწვრთნა კინოლოგის მიერ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system