თავში

ქვეშეთი-კობის ახალი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

ქვეშეთი-კობის ახალი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება
ქვეშეთი-კობის ახალი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ახალი 9 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანის სამუშაოები ზაფხულში დაიწყება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება,  გვირაბის გასაყვანად საჭირო საბურღი საშუალება საქართველოში უკვე ჩამოტანილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი ამბობს, რომ ამ მოწყობილობის ნაწილი უკვე ატანილია კობში, ნაწილის ატანა კი, რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა შეაფერხა. 

"ვითარების გაუმჯობესების შემდეგ, მოწყობილობას ააწყობენ და სავარაუდოდ, 3-4 თვეში ქვეშეთის გვირაბის ბურღვითი სამუშაოები დაიწყება. ეს არის უნიკალური პროექტი. ასეთი პროექტები თითზე ჩამოსათვლელია. დაგეგმილია 9 კილომეტრიანი უწყვეტი გვირაბის აშენება, რომლის რადიუსი 15 მეტრი იქნება. ასეთი ნაგებობა ძალიან ცოტაა მსოფლიოში“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა და დასძინა, რომ  ზამთრის პერიოდში, კობი-გუდაურის გზაზე არსებული ვითარება ამ გვირაბისა და გზის მშენებლობის აუცილებლობის ნათელი დასტურია. მისივე შეფასებით, გვირაბის აშენების შედეგად, რეგიონში გადაადგილება წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ შესაძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საწყის ეტაპზე განხილული იყო 45-მდე ალტერნატიული მარშრუტი. ჩატარებული არაერთი კვლევისა თუ შეფასების შედეგად კი შეირჩა ერთი უპირატესი მიმართულება, რომელიც საუკეთესო გადაწყვეტაა ყველა ანალიზის თვალსაზრისით.

როგორ შენდება, რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ქვეშეთი-კობის ახალ გზას, რომლის აშენებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს

ჩრდილოეთის მიმართულებით გზების მშენებლობაზე "ლელოს" კითხვები აქვს. მათ ეჭვი აქვთ, რომ ამ მიმართულების გზის მშენებლობით ქვეყანაში მთავრობა ოკუპანტი ქვეყნის ინტერესს ატარებს. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამაც" განაცხადა, რომ ხადის უნიკალურ ხეობაში რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის წინასამშენებლო სამუშაოების პირველივე ეტაპმა საფრთხე შეუქმნა მთიულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს - ნაღვარევის ეკლესიას და ზაქათკარში არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან, ჯერ სათანადოდ შეუსწავლელ ტერიტორიას.

არასამთავრობო ორგანიზაციებ და ექსპერტები გზის ამ მონაკვეთის პოლიტიკუ-ეკონომიკურ და სამხედრო რისკებზე საუბრობენ, თუმცა ვიცე-პრემიერი ცქიტიშვილი რისკებს გამორიცხავს და ამბობს, რომ ქვეშეთი-კობის გზა რუსეთთან დაკავშირებული პროექტი არაა, უფრო მეტიც, ეს იმ პროექტების ჩამონათვალშია, რომლითაც მთავრობა მიღწევად თვლის და თავს იწონებს.

ცნობისთვის, რუსეთთან დამაკავშირებელ ახალ გზას EBRD-ი, ანუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 60 მილიონი დოლარით აფინანსებს, ამ მონაკვეთში გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უკვე გამოყო 415 მილიონი აშშ დოლარი, სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 83.6 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

ქვეშეთი-კობის გზის ბენეფიტებსა და რისკებს გაეცანით report.ge-ის სტატიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system