თავში

ლაბორატორიული მომსახურების განვითარებაში საქართველოს ევროკავშირი ეხმარება

ლაბორატორიული მომსახურების განვითარებაში საქართველოს
ლაბორატორიული მომსახურების განვითარებაში საქართველოს ევროკავშირი ეხმარება

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“ გახსნის ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 

ღონისძიებას სხვადასხვა ორგანიზაციის 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა,

პროექტის მონაწილეებს სიტყვით სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა და ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ ანა გულბანმა მიმართეს.

პროექტის გუნდმა პროექტის პარტნიორები, მიზნები და სამუშაო გეგმა წარმოადგინა. მონაწილეებმა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებელობები განიხილეს.

პროექტის ფარგლებში, ლაბორატორიულ უსაფრთხოების სფეროში 250 სპეციალისტი გადამზადდება.

პროექტის მისიაა ხელი შეუწყოს ლაბორატორიული მომსახურების დარგის ახალგაზრდა პროფესიონალთა კომპეტენციების გაძლიერებასა და დასაქმებას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; ბენეფიციარი რეგიონული უნივერსიტეტები; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.

ონლაინ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system