თავში

ლარი დოლართან მცირედით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

ლარი დოლართან მცირედით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა
ლარი დოლართან მცირედით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2994 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2987 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0007 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9801 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0033 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0232  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 18 იანვარს დაადგინა, ხვალიდან, 19 იანვრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2950 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system