თავში

ლარი 0.0027 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0027 პუნქტით გაუფასურდა
ლარი  0.0027 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3164 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3137 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0027  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9545 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3,9466 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0079  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 27 ნოემბერს დაადგინა, ხვალიდან, 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და მთელი უქმებიის განმავლობაში, 30 ნოემბრის საღამოს 5 საათამდე იქნება ვალიდური..

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3156 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system