თავში

ლარი 0.0028 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0028 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0028 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3010  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2982 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0028 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0064 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9977 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0087  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 21 იანვარს დაადგინა, ხვალიდან, 22 იანვრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2975 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system