თავში

ლარი 0.0032 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0032 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0032  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2870  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2838 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0032  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9861  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9731 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.013  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 11 დეკემბერს დაადგინა, ხვალიდან, 12 დეკემბრიდან ამოქმედდება და მთელი უქმეების განმავლობაში, 14 დეკემბრის საღამოს 5 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2850 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system