თავში

ლარი 0.0083 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0083 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0083  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2285 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2202 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0083  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.8158 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.8137 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0021  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 26 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 27 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2275 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system