თავში

ლარი 0.0099 პუნქტით გამყარდა

ლარი 0.0099 პუნქტით გამყარდა
ლარი 0.0099  პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2747  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2846 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0099 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0135  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0154 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0019  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 18 დეკემბერს დაადგინა, ხვალიდან, 19 დეკემბრიდან ამოქმედდება და მთელი უქმეების განმავლობაში, 21 დეკემბრის საღამოს 5 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2775 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system