თავში

ლარი 0.0129 პუნქტით გამყარდა

ლარი 0.0129 პუნქტით გამყარდა
ლარი 0.0129 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3203 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3332 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0129  პუნქტით გამყარდა. 

1 ევროს შეძენა კი 3.8708  ლარად არის შესაძლებელი. პარასკევს 1 ევრო 3.8812 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0104  პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 28 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 29 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3152 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system