თავში

ლარი 0.0168 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0168 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0168  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1308 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.1140 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0168  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7178  ლარად არის შესაძლებელი. პარასკევს 1 ევრო 3.6929  ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0249 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 14 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1293 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system