თავში

ლარი 0.0435 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0435 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3332 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2897 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0435 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.8812  ლარად არის შესაძლებელი. ოთხშაბათს 1 ევრო 3.8292 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.052  პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 25 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 26 სექტემბრიდან ამოქმედდება და უქმეებზეც, 28 სექტემბრის საღამოს 5 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3400 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system