თავში

ლარი დღეს 0.0085 პუნქტით გაუფასურდა

ლარი დღეს 0.0085 პუნქტით გაუფასურდა
ლარი დღეს 0.0085  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3169 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3084 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0085 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0294  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0138 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0156 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 23 თებერვალს, დაადგინა, ხვალიდან, 24 თებერვლიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3150 ლარად ივაჭრება.         

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system