თავში

ლარი დღეს დოლართან გაუფასურდა ევროსთან გამყარდა

ლარი დღეს დოლართან გაუფასურდა ევროსთან გამყარდა
ლარი დღეს დოლართან გაუფასურდა ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0738 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0728 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0010 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.6292 ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.6403 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0111 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 14 აგვისტოს, დაადგინა, ხვალიდან, 15 აგვისტოდან ამოქმედდება და უქმეებზეც, 17 აგვისტოს საღამოს 5 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0740 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system