თავში

ლარი დღეს კვლავ გაუფასურდა

ლარი დღეს კვლავ გაუფასურდა
ლარი დღეს კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1740 ლარი ღირს.

გუშინ 1 დოლარის ყიდვა 3.1576 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0164  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4295 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო გუშინ 3.4134 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,0161 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 6 აპრილს დაადგინა, ხვალიდან, 7 აპრილიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1650 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system