თავში

ლარი დღეს მცირედით გაუფასურდა

ლარი დღეს მცირედით გაუფას
ლარი დღეს მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1748 ლარი ღირს.

გუშინ 1 დოლარის ყიდვა 3.1740 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0008 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4551 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო გუშინ 3.4295 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0256 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 7 აპრილს დაადგინა, ხვალიდან, 8 აპრილიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1813 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system