თავში

ლარი დღეს მცირედით გაუფასურდა

ლარი დღეს მცირედით გაუფასურდ
ლარი დღეს მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 2.7748 ლარი ღირს.

ხუთშაბათს, 5 მარტს კი 1 დოლარის ყიდვა 2.7735 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0013 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.1386 ლარადაა შესაძლებელი. 1 ევრო ხუთშაბათს 3.0969 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0417‬ პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 6 მარტს დაადგინა, ხვალიდან, 7 მარტიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.7750 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system