თავში

ლარი დღეს ორივე ვალუტის მიმართ მკვეთრად გაუფასურდა

ლარი დღეს ორივე ვალუტის მიმართ მკვეთრად გაუფასურდა
ლარი დღეს ორივე ვალუტის მიმართ მკვეთრად გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3718 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3473 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0245 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9733 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9545 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0188 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 26 მარტს, დაადგინა, ხვალიდან, 27 მარტიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმეების განმავლობაში, 29 მარტის საღამოს 17:00 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3711 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system