თავში

ლარი დოლარის და ევროს მიმართ გამყარდა

ლარი დოლარის და ევროს მიმართ გამყარდა
ლარი დოლარის და ევროს მიმართ გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2338  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2345 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0007  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7913 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.7970 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0057  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 29 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 30 ოქტომბრიდან, ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2312 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system