
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2170 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2209 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0039 პუნქტით გამყარდა.
1 ევროს შეძენა კი 3.7803 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.7965 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0162 პუნქტით გამყარდა.
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 7 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 8 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.
ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2119 ლარად ივაჭრება.
მარიამი ჩიტაია
ავტორი