თავში

ლარი დოლარის მიმართ 0.0052 პუნქტით გამყარდა

ლარი დოლარის მიმართ 0.0052 პუნქტით გამყარდა
ლარი დოლარის მიმართ 0.0052  პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0686  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0738 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0052 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.6381  ლარად არის შესაძლებელი. პარასკევს 1 ევრო 3.6292 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0089 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 17 აგვისტოს, დაადგინა, ხვალიდან, 18 აგვისტოდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0675 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system