თავში

ლარი დოლარის მიმართ 0.0103 პუნქტით გაუფასურდა

ლარი დოლარის მიმართ 0.0103 პუნქტით გაუფასურდა
ლარი დოლარის მიმართ 0.0103 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2345  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2242 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0103 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7970  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.8094 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0124 პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 28 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 29 ოქტომბრიდან, ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2327 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system