თავში

ლარი დოლარის მიმართ 0.0104 პუნქტით გაუფასურდა

ლარი დოლარის მიმართ 0.0104 პუნქტით გაუფასურდა
ლარი დოლარის მიმართ 0.0104   პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2641 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2537 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0104  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.8226  ლარად არის შესაძლებელი. სამშაბათს 1 ევრო 3.8267 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0041 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 23 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 24 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2560 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system