თავში

ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა
ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0465 ლარი ღირს.

ხუთშაბათს, 2 ივლისს 1 დოლარის ყიდვა 3.0463 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0002  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4221 ლარად არის შესაძლებელი. ხუთშაბათს 1 ევრო 3.4381 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.016 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 3 ივლისს დაადგინა, ხვალიდან, 4 ივლისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0473 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system