თავში

ლარი დოლარისა და ევროს მიმართ მკვეთრად გაუფასურდა

ლარი დოლარისა და ევროს მიმართ მკვეთრად გაუფასურდა
ლარი დოლარისა და ევროს მიმართ მკვეთრად გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4118  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3846 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0272  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0044  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9840 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0204  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 30 მარტს, დაადგინა, ხვალიდან, 31 მარტიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4175 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system