თავში

ლარი დოლართან 0.0012 პუნქტით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

ლარი დოლართან 0.0012 პუნქტით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა
ლარი დოლართან 0.0012 პუნქტით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4283 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4271 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0012 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა 4.1366 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.1656 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.029  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 13 მაისს, დაადგინა, ხვალიდან, 14 მაისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4210 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system