თავში

ლარი დოლართან 0.0016 პუნქტით გამყარდა

ლარი დოლართან 0.0016 პუნქტით გამყარდა
ლარი დოლართან  0.0016  პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3252  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3268 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0016  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9976  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0101 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.125  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 2 მარტს, დაადგინა, ხვალიდან, 3 მარტიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3153 ლარად ივაჭრება.         

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system