თავში

ლარი დოლართან 0.0026 პუნქტით გამყარდა, ევროსთან - გაუფასურდა

ლარი დოლართან 0.0026 პუნქტით გამყარდა, ევროსთან - გაუფასურდა
ლარი დოლართან 0.0026 პუნქტით გამყარდა, ევროსთან - გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4503 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4529 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0026   პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა 4.1818 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.1666 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0152 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 29 აპრილს, დაადგინა, ხვალიდან, 30 აპრილიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4453 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system