თავში

ლარი დოლართან 0.0041 პუნქტით გაუფასურდა

ლარი დოლართან 0.0041 პუნქტით გაუფასურდა
ლარი დოლართან 0.0041 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3215  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3174 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0041  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9775 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9782 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0007  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 5 თებერვალს, დაადგინა, ხვალიდან, 6 თებერვლიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმეების განმავლობაში, 8 თებერვლის საღამოს 17:00 საათამდე იქნება ვალიდური. 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3175 ლარად ივაჭრება.          

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system