თავში

ლარი დოლართან 0.0048 პუნქტით გაუფასურდა

ლარი დოლართან 0.0048 პუნქტით გაუფასურდა
ლარი დოლართან 0.0048 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3069 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3021 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0048  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0149 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9837 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0312  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 19 თებერვალს, დაადგინა, ხვალიდან, 20 თებერვლიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმეების განმავლობაში, 22 თებერვლის საღამოს 17:00 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3050 ლარად ივაჭრება.         

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system