თავში

ლარი დოლართან 0.0097 პუნქტით გამყარდა

ლარი დოლართან 0.0097 პუნქტით გამყარდა
ლარი დოლართან 0.0097 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4186 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4283 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0097  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა 4.1392 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.1366 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0026  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 14 მაისს, დაადგინა, ხვალიდან, 15 მაისიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმებიის განმავლობაში, 17 მაისის საღამოს 17:00 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4160 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system