თავში

ლარი დოლართან 0.0106 პუნქტით გამყარდა

ლარი დოლართან 0.0106 პუნქტით გამყარდა
ლარი დოლართან 0.0106 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4324  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4430 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0106  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა 4.1450  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.1474 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0024  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 7 მაისს, დაადგინა, ხვალიდან, 8 მაისიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმეების განმავლობაში, 10 მაისის საღამოს 17:00 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4305 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system