თავში

ლარი დოლართან 0.014 პუნქტით გაუფასურდა

ლარი დოლართან 0.014 პუნქტით გაუფასურდა
ლარი დოლართან 0.014 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4499 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4359 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.014  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა 4.1585 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.1351 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0234 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 20 აპრილს, დაადგინა, ხვალიდან, 21 აპრილიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4410 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system