თავში

ლარი დოლართან 0.0162 პუნქტით გამყარდა

ლარი დოლართან 0.0162 პუნქტით გამყარდა
ლარი დოლართან 0.0162 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2950 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3112 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0162  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9965  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0145 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.018 პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 11 თებერვალს, დაადგინა, ხვალიდან, 12 თებერვლიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2910 ლარად ივაჭრება.         

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system