თავში

ლარი დოლართან 0.0233 პუნქტით გამყარდა

ლარი დოლართან 0.0233 პუნქტით გამყარდა
ლარი დოლართან 0.0233  პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3537 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3770 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0233 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა 4.0895 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.1213 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0318  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 20 მაისს, დაადგინა, ხვალიდან, 21 მაისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3470 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system