თავში

ლარი დოლართან 0.0481 პუნქტით გამყარდა

ლარი დოლართან 0.0481 პუნქტით გამყარდა
ლარი დოლართან 0.0481 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3056  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3537 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0481  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა 4.0414 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0895 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0481  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 21 მაისს, დაადგინა, ხვალიდან, 22 მაისიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმეების განმავლობაში, 24 მაისის საღამოს 17:00 საატამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3055 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system