თავში

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან მიმართებით - გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან მიმართებით - გაუფასურდა
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან მიმართებით - გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2010 ლარი ღირს.

ორშაბათს, 18 მაისს 1 დოლარის ყიდვა 3.2012 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით  0,0002 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.5115 ლარად არის შესაძლებელი.1 ევრო 18 მაისს 3.4615 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,05 პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 19 მაისს დაადგინა, ხვალიდან, 20 მაისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2010 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system