თავში

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროს მიმართ - გამყარდა

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროს მიმართ - გამყარდა
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროს მიმართ - გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2209 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2197 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0012 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7968 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.8002 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0034  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 13 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 14 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2269 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system