თავში

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2032 ლარი ღირს.

ოთხშაბათს, 6 მაისს 1 დოლარის ყიდვა 3.1999 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით მხოლოდ 0,0033  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4540  ლარად არის შესაძლებელი.1 ევრო 6 მაისს 3.4565 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,0025 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 7 მაისს დაადგინა, ხვალიდან, 8 მაისიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2025 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system