თავში

ლარი დოლართან მიმართებით ცოტათი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით ცოტათი გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებით ცოტათი გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2014 ლარი ღირს.

ორშაბათს, 27 აპრილს 1 დოლარის ყიდვა 3.3.2044 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0,003  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.4822  ლარად არის შესაძლებელი.1 ევრო 27 აპრილს 3.4790 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,0032  პუნქტით არის გაუარესებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 28 აპრილს დაადგინა, ხვალიდან, 29 აპრილიდან იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2050 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system